თანხის დაბრუნების პოლიტიკასთან დაკავშირებით გთავაზობთ 7 თავის ამონარიდს OnService-ის წესების და პირობების დოკუმენტიდან:
პროექტის ჩაბარებისა და სერვისის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ (ჩაბარების
დადასტურების ან სერვისის აქტიური გამოყენების ფაქტიდან გამომდინარე),
კლიენტს აღარ ექნება თანხის სრულ ან ნაწილობრივ დაბრუნების მოთხოვნის
უფლება, თუ არ გამოიკვეთა: • კრიტიკული ტექნიკური წუნი, რომელიც შეუძლებელს
ხდის სერვისის დანიშნულებისამებრ გამოყენებას; • აშკარა შეუსაბამობა პროექტის
შინაარსსა და კლიენტთან წინასწარ შეთანხმებულ პირობებს/დოკუმენტაციას შორის.
კრიტიკულ წუნად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ხარვეზი, რომელიც
ეწინააღმდეგება ფუნქციონალის ძირითად აღწერას და არ ექვემდებარება მცირე
ტექნიკური კორექციით გამოსწორებას.
კრიტიკულ ტექნიკურ წუნად მიიჩნევა სისტემური ხარვეზი, რომელიც ზღუდავს
ძირითადი ფუნქციონალის (>50%) გამოყენებას, როგორიცაა მომხმარებლის შესვლა,
შინაარსის დამატება, გადახდის განხორციელება და ა.შ.
რომლის გამოსწორებაც კომპანიას არ შეუძლია 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
თანხის დაბრუნება არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტმა: • დამოუკიდებლად
განხრახ თუ შეცდომით შეცვალა ან დააზიანა სისტემა; • მისცა წვდომა მესამე პირებს; •
შეცვალა კოდის სტრუქტურა ან კონფიგურაცია ხელშეკრულების და წინასწარი
შეთანხმების გარეშე. პროექტის ან მომსახურების ჩაბარების ვადა (დედლაინი)
განისაზღვრება სამუშაო დღეებით და ფიქსირდება წერილობით ან ელექტრონულ
შეთანხმებაში.
სამუშაო დღედ ითვლება ორშაბათი–კვირა, შაბათისა და კვირის ჩათვლით,
ვინაიდან OnService ფუნქციონირებს სრული სამუშაო კვირის რეჟიმში.
გადახდის ვადები და ეტაპები ფიქსირდება შესაბამის ელექტრონულ თუ ფიზიკურ
მიმოწერაში და წარმოადგენს შეთანხმების ნაწილს.
ოფიციალური არასამუშაო დღეები — როგორიცაა ახალი წელი, აღდგომა და
საქართველოს კანონით დადგენილი უქმეები, არ ითვლება ვადის გადაცილებად და
ავტომატურად გახანგრძლივებს შესრულების ვადას შესაბამისი რაოდენობის
დღეებით.
OnService-ის მხრიდან ვადის გადაცილება ან დედლაინის დარღვევა აჩენს შემდეგ
კომპენსაციის ფორმას: • ყოველი გადაცილებული სამუშაო დღისთვის კლიენტს
ეკუთვნის დაგვიანებული დღის ღირებულების 2%-ის ოდენობის შეღავათი; • თუ
დაგვიანება აღემატება 5 სამუშაო დღეს, კომპენსაცია განისაზღვრება ჯამური
ღირებულების 10%-ით, როგორც მაქსიმალური ზედა ზღვარი.
(2% გამოითვლება იმ სერვისის, ეტაპის ან სრული პროექტის ღირებულებიდან,
რომლის ვადაც დაირღვა)
კომპენსაცია ანგარიშდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილება არ
უკავშირდება კლიენტის მხრიდან ინფორმაციის, მასალების ან გადაწყვეტილებების
დაგვიანებით მიწოდებას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანია ყოველთვის მოქმედებს მაღალი
პასუხისმგებლობით და ორიენტირებულია, რომ მომხმარებელს მიაწო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე: contact@onservice.ge
წესების და პირობების დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.