OnService – პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Terms of Service & Privacy Policy)

1. ზოგადი ინფორმაცია
1.1. ეს დოკუმენტი არეგულირებს OnService-ის (შემდგომში „კომპანია“) და კლიენტის (შემდგომში „მომხმარებელი“) ურთიერთობას ციფრული სერვისების მიწოდების ფარგლებში.
1.2. კომპანიას გააჩნია უფლება ნებისმიერ დროს განაახლოს პირობები და ცვლილებები გაავრცელოს ვებსაიტზე ან მომხმარებელთან შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით.
დოკუმენტის ეს ვერსია ზოგადია მისი დაზუსტებული ვერსია გადაეგზავნება მოხმარებელს მოთხოვნის საფუძველზე და ასევე შეკვეთის განხორციელების წინ.

2. სერვისები
OnService სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
• ვებგვერდების დამზადება;
• ციფრული რეკლამირება;
• პერსონალიზებული მომსახურება;
• დიზაინის სერვისები;
• ვიდეო ფლეიერი;
• კონტროლის პანელი;
• ბეჭდური რეკლამის წარმოება.

3. მომსახურების მიწოდების წესი
3.1. სერვისის მიწოდება ხდება წინასწარი შეთანხმებისა და სამუშაო გეგმის დამტკიცების საფუძველზე.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია დროულად მიაწოდოს მასალები, წვდომა და გადაწყვეტილებები.
3.3. შესრულების ვადები და პირობები წერილობითად შეთანხმდება (ელ.ფოსტით ან კონტრაქტით).

4. ფასები და გადახდა
4.1. ფასები განისაზღვრება ტარიფის ან პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად.
4.2. გადახდა ხდება ეტაპობრივად ან მთლიანად, შეთანხმების საფუძველზე.
4.3. გადაუხდელობის ან პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს სერვისები და მიმართოს შესაბამის უწყებებს.

5. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა
5.1. კომპანია იცავს მომხმარებლის პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2. მონაცემები ინახება მხოლოდ იმ მიზნით, რაც საჭიროა მომსახურების მიწოდებისთვის.
5.3. ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა შემთხვევისა, როცა ეს მოთხოვნილია კანონით ან აუცილებელია სერვისის შესრულებისთვის.
5.4. კონფიდენციალურობის ვადა მინიმუმ 2 წელია პროექტის დასრულებიდან.
5.5. მომხმარებელს გააჩნია შემდეგი უფლებები:
• მონაცემებზე წვდომა;
• მათი გასწორება ან წაშლა;
• დაგვიკავშირდეს შეკითხვების შემთხვევაში: contact@onservice.ge

6. ინტელექტუალური საკუთრება
6.1. პროექტის დასრულების შემდეგ კლიენტი ხდება შემუშავებული მასალის მფლობელი, გარდა იმ ელემენტებისა, რომლებიც ლიცენზირებულია ან წარმოადგენს ღია კოდის ნაწილს (Open Source).
6.2. კომპანია იტოვებს უფლებას, დაამატოს შესრულებული პროექტები პორტფოლიოში.

7. პასუხისმგებლობა გადაცემის შემდეგ
7.1. მომსახურების ჩაბარების შემდეგ კომპანია აღარ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის არასწორ ან არამიზნობრივ გამოყენებაზე.
7.2. მოდიფიკაცია კლიენტის მხრიდან ან მესამე პირის ჩარევა ათავისუფლებს კომპანიას მხარდაჭერის ვალდებულებისგან.
7.3. მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას პლატფორმის სამართლებრივ შესაბამისობაზე.

8. თანხის დაბრუნების პოლიტიკა
8.1. პროექტის ჩაბარებისა და სერვისის აქტივაციის შემდეგ თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ:
• არსებობს კრიტიკული ტექნიკური წუნი;
• პროექტი აშკარად არ შეესაბამება წინასწარ შეთანხმებულ პირობებს.
8.2. კომპენსაციის მოცულობა განისაზღვრება შეფერხების, წუნის ან პირობების დარღვევის მასშტაბის შესაბამისად.

9. მომსახურების შეწყვეტა და ცვლილებები
9.1. კლიენტს შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს მომსახურება შესრულებული სამუშაოს ან შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურებით.
9.2. კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს მომსახურება კლიენტის მიერ პირობების დარღვევისას.


10. თანხმობა და სამართლებრივი ძალა
10.1. დოკუმენტის მიღება, გადახდა ან პროექტზე მუშაობის დაწყება ავტომატურად ნიშნავს ამ პირობებზე თანხმობას.
10.2. დოკუმენტს აქვს სამართლებრივი ძალა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე (მუხლები 8, 317, 318).

11. ქუქიების გამოყენება (Cookies Policy)
11.1. კომპანია OnService იყენებს ქუქიებს (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და სერვისების ოპტიმიზაციის მიზნით. ქუქი ფაილები წარმოადგენს მცირე ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე ვებსაიტთან დაკავშირებისას.
11.2. ქუქიები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
• ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სესიური ქუქიები;
• ანალიტიკური ქუქიები, რომლებიც გვეხმარება გავიგოთ როგორ იყენებენ მომხმარებლები ვებსაიტს (მაგ. Google Analytics);
• ფუნქციური ქუქიები, რომლებიც
ინახავს მომხმარებლის მიერ არჩეულ პარამეტრებს (ენა, რეგიონი და ა.შ.);
• მარკეტინგული
ქუქიები, რომლებიც გამოიყენება რეკლამის პერსონალიზაციისთვის (თუ გამოიყენება).
11.3. მომხმარებელს უფლება აქვს:
• მიიღოს ან უარყოს ქუქიების გამოყენება ვებსაიტზე შესვლისას გამოჩენილი შეტყობინების მეშვეობით;
• შეცვალოს ქუქიების პარამეტრები ბრაუზერში ნებისმიერ დროს;
• წაშალოს უკვე არსებული ქუქი ფაილები მის მოწყობილობაზე.
11.4. ქუქიების გამოყენება არ გულისხმობს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მომხმარებელი თავად აწვდის მონაცემებს (მაგ. ფორმის შევსებისას).
11.5. დამატებითი კითხვებისთვის ქუქიების ან მონაცემთა დაცვის შესახებ, მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს შემდეგი ელფოსტის მეშვეობით: contact@onservice.ge

PDF ვერსიაინგლისური PDF ვერსია

დაგვიკავშირდით

ჩვენ დაგეხმარებით განავითაროთ თქვენი ბიზნესი